01 დეკემბერი 2022,   08:18
ვრცლად
ეს დავალება გაცემული ცენტრალური ოფისიდან არ ყოფილა - ლაშა ნაცვლიშვილი სკანდალურ ვიდეოჩანაწერზე საუბრობს, რომელშიც გია დანელია ფიგურირებს

„ქართული ოცნების“ მთავრი იდეოლოგი მთაწმინდის საარჩევნო უბნებზე გამოჩნდა. ლაშა ნაცვლიშვილმა „კურიერს“ არ უთხრა, თუ რას აკეთებდა მთაწმინდის უბანზე.

ოფიციალურად, ის ვერაზე, არაყიშვილის ქუჩაზეა რეგისტრირებული და ხმაც სხვა ადგილას უნდა მიეცა.

„არ მსურს თქვენთან საუბარი,“ - ამბობს ნაცვლიშვილი.

ლაშა ნაცვლიშვილმა კომენტარი გააკეთა, "რუსთავი 2"-ის ყალბი Facebook გვერდის შექმნაზე და აღნიშნა, რომ არ იცის, ვინ არის ამ გვერდის ავტორი. "კურიერის" ჟურნალისტმა მას ასევე დაუსვა კითხვა კოკა ყანდიაშვილთან დაკავშირებით.

„კოკა ყანდიაშვილს ვიცნობ ძალიან დიდი ხანია, არანაირი საქმიანი ურთიერთობა მე მასთან არ მაქვს,“ - ამბობს ნაცვლიშვილი.

ლაშა ნაცვლიშვილი ასევე, ეხმაურება „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ სკანდალურ ვიდეოჩანაწერს, სადაც საკრებულოს „ოცნების“ დეპუტატი, გია დანელია მეორე მოქალაქეს მითითებებს აძლევს, როგორ უნდა მიიღონ არჩევნებში სასურველი შედეგი, ხალხის დაშინებით, მოსყიდვით.

„ეს დავალება გაცემული ცენტრალური ოფისიდან არ ყოფილა. ეს ჩანაწერი არის ორი წლის, გაკეთებულია 2017 წელს და შესაბამისად, ვერანაირად ვერ იქნება „ქართული ოცნების“ შტაბიდან გაცემული. მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, საუბარი მიდიოდა, "ნაციონალური მოძრაობის" დროინდელ მეთოდებზე - მეგის ქარდავაზე, დათა ახალაიაზე, კასტილიან კაცზე, გაუპატიურებაზე, მე ვიცი,“ - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

დღის ამბები