20 აპრილი 2024,   16:01
ვრცლად
ზელენსკის ინაუგურაცია - პირველი ბრძანება, რომელსაც პრეზიდენტი ხელს მოაწერს უკრაინის პარლამენტის დაშლას შეეხება

ვლადიმერ ზელენსკის ინაუგურაცია - ცერემონიის დასრულების შემდეგ უკრაინის ახალი პრეზიდენტი ადმინისტრაციის შენობაში ფეხით მივიდა.  გზაში მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ  პირველი ბრძანება, რომელსაც ხელს მოაწერს, პარლამენტის დაშლის შესახებ იქნება.

ამის შესახებ მან ინაუგურაციის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლის დროსაც განაცხადა და რადას ამისთვის ორთვიანი ვადა მისცა. ვლადიმერ ზელენსკიმ პარლამენტარებს ახალი კანონების მიღებაც დაავალა.

უკრაინის რიგით მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია რადას სხდომათა დარბაზში გაიმართა. ვლადიმერ ზელენსკის სახარებაზე დაიფიცა, რის შემდეგაც მას პრეზიდენტის სიმბოლოები გადასცეს.

უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა მთავარ ამოცანად დონბასში ცეცხლის შეწყვეტა დაასახელა და მაღალჩინოსნებს მოუწოდა კაბინეტებში მისი პორტრეტები არ დაკიდონ.

დღის ამბები