19 აპრილი 2024,   06:24
ვრცლად
"თუ ირანს ომი სურს, ეს მისი დასასრული იქნება" - დონალდ ტრამპი ირანს აფრთხილებს

დონალდ ტრამპი ირანს აფრთხილებს. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ტვიტერის ქსელში დაწერა, რომ თუ ირანს ომი სურს, ეს მისი დასასრული იქნება.

ტრამპის ამ კომენტარს ჯერ ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის გენერალი გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ თეირანი ომისკენ არ მიისწრაფის, მაგრამ მზადაა საკუთარი თავი დაიცვას.

მოგვიანებით შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებას ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმაც უპასუხა. ჯავად ზარიფმა ტრამპის კომენტარს გენოციდური შინაარსის რეპლიკა უწოდა და მას ისტორიის გადახედვა ურჩია.

ბოლო პერიოდში ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის დაძაბულობა გამწვავდა. ვაშინგტონმა სპარსეთის ყურეში სამხედრო ხომალდები გაგზავნა. არაბეთის ზღვაში ამერიკელები უკვე სწავლებებს გადიან.

დღის ამბები