08 დეკემბერი 2024,   06:20
ვრცლად
ირაკლი კობახიძის მუშაობას გამოკითხულთა 33% უარყოფითად აფასებს - NDI

ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მკვლევარებმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის საქმიანობის შეფასება მოქალაქეებს მთელი ქვეყნის მასშტაბით სთხოვეს. აღმოჩნდა, რომ ირაკლი კობახიძის მუშაობას გამოკითხულთა 33% უარყოფითად აფასებს.

15% ამბობს, რომ კობახიძის მუშაობას დადებითი შეფასება ეკუთვნის. კვლევაში მონაწილეთა 38% ამბობს, რომ პარლამენტის სპიკერის მუშაობა დამაკმაყოფილებელია.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა "ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტის " (NDI) და "CRRC-საქართველოს" მიერ კვლევის საველე სამუშაოები 2019 წლის 28 მარტი -15 აპრილის პერიოდში ჩატარდა. სულ გამოიკითხა 2 927 ადამიანი. ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2.3% ია.

დღის ამბები