20 აპრილი 2024,   09:40
ვრცლად
მასშტაბური სპეცოპერაცია ნარკოდილერების წინააღმდეგ - ევროპოლის აგენტებმა 22 ეჭვმიტანილი დააკავეს

მასშტაბური სპეცოპერაცია ნარკოდილერების წინააღმდეგ - ევროპელმა სამართალდამცავებმა ოპერაცია პოლონეთში, ესპანეთში, ლიეტუვასა და ბრიტანეთში ჩაატარეს. დაკავებულია 22 ეჭვმიტანილი. დაჯგუფებას ლიეტუვის მოქალაქე, 48 წლის მამაკაცი ხელმძღვანელობდა, რომელიც ესპანეთის ქალაქ უელვაში აიყვანეს.

ევროპოლის აგენტებმა 16 - დან 18 მაისის ჩათვლით 40 - მდე საცხოვრებელი ბინა გაჩხრიკეს და 8 მილიონი ევროს ოდენობის ნაღდ ფულთან ერთად, ბრილიანტები და ოქროს ზოდები ამოიღეს. ეჭვმიტანილებს ძვირადღირებული ავტომობილებიც ჩამოართვეს.

დღის ამბები