20 აპრილი 2024,   17:43
ვრცლად
ტორნადოების სერია აშშ-ში - სტიქიის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც

აშშ-ში ტორნადოების სერიას მსხვერპლი მოჰყვა. ოკლაჰომის შემდეგ სტიქიამ მისურის შტატი დააზარალა. წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა 3 ადამიანი, კიდევ რამდენიმე კი დაშავდა.

ტორნადოებს სტიქიის ზონაში გადაუღებელი წვიმა, სეტყვა, ქარი და ჭექა-ქუხილი მოჰყვა. ძლიერი შტორმი რეგიონში 20  წუთს გაგრძელდა. ხელისუფლება ადგილობრივ მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ათასობით ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

მეტეოროლოგები უამინდობის გაგრძელებას მომდევნო დღეებშიც ვარაუდობენ.

დღის ამბები