25 აპრილი 2024,   15:56
ვრცლად
სოფელ ფოცხოში მანქანა ხრამში გადავარდა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა

ხმაურია წალენჯიხის რაიონის სოფელ ჯვარის პოლიციის შენობაში - დაკავებული ბაკურ ხასაიას ოჯახის წევრები, მისი ადგილსამყოფელის დადგენას ცდილობენ.

ხასაია სოფელ ჯვარში მომხდარი ავარიის შემდეგ მიიმალა, თუმცა, სამართალდამცავებმა მისი დაკავება შეძლეს.

ინციდენტის მიზეზი, ოჯახის ინფორმაციით, პოლიციის მიერ დევნის ოპერაციის დაწყება გახდა.

სამართალდამცველები ხე-ტყით დატვირთულ ავტომანქანას მას შემდეგ დაედევნენ, რაც მძღოლი პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილა და მანქანა არ გააჩერა.

გაირკვა, რომ სატვირთო ავტომობილს მძღოლი მართვის მოწმობის გარეშე მართვადა, ხე-ტყე კი ძალოვანი უწყების ინფორმაციით, მოპარული იყო.

მანქანა, რომელსაც სამართალდამცველები მიყვებოდნენ, ხევში გადავარდა, თუმცა მძღოლმა გადმოსვლა მოასწრო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო.

დღის ამბები