20 აპრილი 2024,   04:46
ვრცლად
რუმინეთის მმართველი პარტიის ლიდერს პატიმრობა მიესაჯა

რუმინეთის მმართველი პარტიის ლიდერს 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.

უზენაესმა სასამართლომ ლივიუ დრაგნიას სარჩელი არ დააკმაყოფილა და ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

56 წლის გავლენიან პოლიტიკოსს ბრალად ედება ყალბი სამუშაო ადგილის შექმნა ორი თანაპარტიელისთვის, რომლებიც ხელფასს სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებდნენ.

რუმინეთის პროკურატურამ დაადგინა, რომ ლივიუ დრაგნია თავის თანამდებობას კორუფციული საქმიანობისთვის იყენებდა. ის დამნაშავედ შარშან სცნეს, თუმცა, დრაგნიამ ბრალდებები უარყო და სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მმართველი პარტიის ლიდერი სასამართლო დარბაზიდან პირდაპირ ციხეში გადაიყვანეს.

რუმინეთში არჩევნები 2016 წელს ჩატარდა და სოციალისტებს გამარჯვებაში ცნობილი პოლიტტექნოლოგის, მოშე კლუგჰაფტის, პიარჯგუფი დაეხმარა.

კლუგჰაფტი აქტიურად იყო ჩართული ქართული ოცნების კამპანიაშიც.

დღის ამბები