არასრულწლოვანზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ პოლიციის თანამშრომელს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.
კონსტანტინე ქოჩიშვილის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს. ის ამ ეტაპზე რუსთავის წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება.
პოლიციის თანამშრომელი გუშინ, მოზარდის დაახლოებით 11 საათიანი დაკითხვის შემდეგ დააკავეს. არასრულწლოვანმა მოძალადე პოლიციელი ამოიცნო და სამართალდამცველებს დეტალურად მოუყვა 2 თვის წინ მომხდარი ფაქტი. არასრულწლოვანი ამბობს, რომ ოთხმა პოლიციელმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და გაუპატიურებით ემუქრებოდა.
ბრალდებული პოლიციელი დანაშაულს არ აღიარებს.