25 აპრილი 2024,   21:11
ვრცლად
მოზარდის წამების საქმე - 16 წლის ბიჭმა გამოძიებას ის პოლიციელი დაუსახელა, ვინც ბოთლით გაუპატიურებით ემუქრებოდა

პოლიციელების სკანდალური საქმე - 16 წლის მოზარდმა პროკურატურას ის სამართალდამცველიც დაუსახელა, რომელიც მას ბოთლით გაუპატიურებით ემუქრებოდა. კიდევ ერთი პოლიციელი, რომელიც დაზარალებულმა არასრულწლოვანმა ამოიცნო აკაკი უგრეხელიძეა. მიუხედავად მძიმე ბრალდებისა, ის ისევ ჯერ კიდევ მოქმედი პოლიციელია და ცოტა ხნის წინ დააწინაურეს და ბოლნისიდან გარდაბანში გადაიყვანეს. უგრეხელიძემ დღეს განმარტებები არ გააკეთა. მისი ადვოკატი კი ამბობენ, რომ მოზარდი იტყუება და ამას მალე დაამტკიცებს.

მოზარდის წამებისა და გაუპატიურების მცდელობის საქმეში კიდევ არაერთი პოლიციელი ფიგურირებს, თუმცა ამ ეტაპზე პროკურატურას მყარი მტკიცებულებები არ გააჩნია, სასამართლომ დღეს არ გასცა დაკავების ორდერი იმ გამომძიებელზე, რომელმაც არასრულწლოვნის საქმე გააყალბა და კოლეგების დანაშაული დაფარა. ერთადერთი ვისაც მოზარდის წამების საქმეზე ბრალი წარედგინა კონსტანტინე ქოჩიშვილია. ის გუშინ ამოცნობის პროცედურის დასრულებისთანავე დააკავეს.

ამ სამი სამართალდამცველის გარდა, დაზარალებულის მტკიცებით კიდევ 7 პირი ცდილობდა, იძულებით მიეღოთ სასურველი ჩვენება დაკავებული არასრულწლოვანისგან. ინციდენტში მონაწილე პირებიდან 4 უკვე ამოცნობილია, და მათგან დაკავებული მხოლოდ ერთია.

ამავე თემაზე
დღის ამბები