24 აპრილი 2024,   05:01
ვრცლად
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ლიეტუვის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ლიეტუვის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი, რეგიონული უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ გამოწვევებს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით შექმნილ მძიმე ვითარებას შეეხო. 

ყურადღება ასევე გამახვილდა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზეც, კულტურისა და განათლების სფეროში არსებულ მჭიდრო კავშირებსა და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გააქტიურების პერსპექტივებზე.

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

ირაკლი კობახიძემ საულიუს სკვერნელისთან შეხვედრით, ლიეტუვაში ვიზიტი დაასრულა.

დღის ამბები