20 აპრილი 2024,   15:16
ვრცლად
პრემიერის გამოსვლას პარლამენტში - ოპოზიცია ამბობს, რომ მათ დებატების და კითხვების დასმის შესაძლებლობა არ მიეცათ 

პრემიერის გამოსვლას პარლამენტში დეპუტატების მწვავე კრიტიკა მოჰყვა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მამუკა ბატხაძემ მათ კითხვებზე პასუხი არ გასცა.

პარლამენტის წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი, რომელმაც პროტესტის ნიშნად, სესიის პლენარული სხდომის დარბაზი დატოვა, ამბობს, რომ მამუკა ბახტაძემ მის კითხვებს ამომწურავად არ უპასუხა.

გოგიჩაიშვილმა ასევე გააკრიტიკა ბიძინა ივანიშვილი და აღნიშნა, რომ სწორედ ის წყვეტს, თუ რა მოვლენაზე როგორი რეაგირება უნდა ჰქონდეს ამა თუ იმ უწყებას.

Image result for ლევან გოგიჩაიშვილი„რატომ დანიშნა თანამდებობაზე ძალიან ცუდი რეპუტაციის მქონე ადამიანი, რომელსაც აქვს სავარაუდოდ, მექრთამე გამოცდილება. გაიცა ნახევარი მილიონი დოლარის ინვესტიციის ნებართვა და გამოდის ეკონომიკის მინისტრი და საუბრობს, რომ თურმე მე არ მცოდნია ამის შესახებ. რა ხდება დავით გარეჯთან დაკავშირებით, ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ პოლიციას არ შეუძლია დააკავოს ადამიანები, რომლებმაც დაწვეს ბეტეერი პოლიციის, დაწვეს პოლიციური მანქანები, კანონს აქვს ამ ქვეყანაში პატივისცემა თუ არ აქვს კანონს ამ ქვეყანაში პატივისცემა თუ სადღაც პარტიის თავმჯდომარის მაგიდაზე წყდება ამ ქვეყანაში როგორ უნდა განვითარდეს მოვლენები,“ - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

პრემიერი ასევე მკაცრად გააკრიტიკა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ. დეპუტატის კრიტიკა ასევე დაიმსახურა თამარ ჩუგოშვილმა. ბოკუჩავას თქმით, დეპუტატებს არ მიეცათ საშუალება, რომ დებატების ფორმატში დაესვათ პრემიერისთვის კითხვები.

Image result for თინა ბოკუჩავა„პარლამენტის წევრებს არ გვეძლევა იმის საშუალება, რომ დებატის ფორმატში დავსვათ კითხვები პრემიერმინისტრთან, ქალბატონი თამარ ჩუგოშვილი იმგვარად განმარტავს თავისივე დაწერილ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს, რომ სრულ ფორმალობად აქცია ე.წ. ინტერპელაციის პროცედურა. ამან გამოიწვია ამგვარი აღშფოთება სხვადასხვა დეპუტატებისა, ამიტომ დატოვა არაერთმა დეპუტატმა პროტესტის ნიშნად დარბაზი, თუმცაღა ჩვენ მაინც დავსვით კრიტიკული კითხვები, იქნებოდა ეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზე, თიბისის საქმეზე, ლარის კურზე,“ - განაცხადა ბოკუჩავამ.

დღის ამბები