19 აპრილი 2024,   14:03
ვრცლად
„ვმუშაობთ, როგორც კი ჩათვლის პროკურატურა, გვეტყვის რომ ბრალი უნდა წავუყენოთ, წავუყენებთ" - გომელაური მაჩალიკაშვილის საქმეზე საუბრობს

„გამოძიება მიდის და ახალი თუ იქნება რამე, აუცილებლად გაცნობებთ,“- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმეზე, „კურიერთან“ პირველ კომენტარს აკეთებს.

კითხვაზე, აქვს თუ არა უკვე გამოძიებას მოგროვებული საკმარისი მტკიცებულება მალხაზ მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ, რომ ის სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის ლიკვიდაცია გეგმავდა, ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ გამოძიებას როგორც კი  რაიმე ახალი ექნება, საზოგადოებას ეცნობება.

„კურიერის“ შეკითხვაზე, რის საფუძველზე განაცხადა სუს-მა, რომ მაჩალიკაშვილი სოსო გოგაშვილის მოკვლას აპირებდა, გომელაური კონკრეტულ პასუხს არ იძლევა.  

„რის საფუძველზე ვთქვით და რაც გვაქვს გამოძიებაში, იმის საფუძველზე ვთქვით, ხომ გაგეცით პასუხი, უხერხულია. ახალი იქნება თუ არა თემა, მოგახსენებთ,“-ამბობს გომელაური.

კიდევ ერთ კითხვას, არის თუ არა ამოღებული დანაშაულის ჩადენის სავარაუდო იარაღი, გომელაური არ პასუხობს. კითხვაზე კი, თუ არსებობს საკმარისი მტკიცებულება, რატომ არ აქვს წარდგენილი ბრალი მალხაზ მაჩალიკაშვილს გომელაური ამბობს:  

„ვმუშაობთ, როგორც კი ჩათვლის პროკურატურა, გვეტყვის რომ ბრალი უნდა წავუყენოთ, წავუყენებთ. რაც საჭირო იყო ღიად გავაკეთეთ განცხადება.“

დღის ამბები