20 აპრილი 2024,   06:46
ვრცლად
ჩვენ მოვისმინეთ იაფფასიანი პოლიტიკური სპეკულაცია - პრემიერი ოპოზიციას აკრიტიკებს

ჩვენ მოვისმინეთ იაფფასიანი პოლიტიკური სპეკულაცია - ასე შეაფასა ოპოზიციის შეკითხვები პრემიერ-მინისტრმა პარლამენტის სხდომათა დარბაზის დატოვების შემდეგ. მამუკა ბახტაძის თქმით, ოპონენტების მხრიდან შინაარსიანი საუბრის ნაცვლად, პოლიტიკური სპეკულაციები ისმოდა. პრემიერმა ინტერპელაციის მექანიზმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ოპოზიცია არ გააგრძელებს ამ რეჟიმით ისე სარგებლობს, როგორც დღეს გამოიყენეს.

Image may contain: 1 person, outdoor„ინტერპელაციის მექანიზმი არის უმნიშვნელოვანესი ნაწილი საპარლამენტო დემოკრატიისა, სადაც აღმასრულებელი ხელისუფლება მოდის და პასუხობს კითხვებზე, შინაარსობრივად, საქმიან რეჟიმში, მათ შორის მწვავე კითხვებზე, რომელიც ობიექტურად არსებობს და იარსებებს. ჩვენ დღეს, სამწუხაროდ, ვიხილეთ იგივე სურათი, როგორიც იყო პირველი ინტერპელაციის დროს, მეორე შეკითხვის შემთხვევაშიც კი, როდესაც შინაარსობრივი მსჯელობა უნდა ყოფილიყო, ამ შემთხვევაშიც კი, სამწუხაროდ, ჩვენ მოვისმინეთ იაფფასიანი პოლიტიკური სპეკულაცია. იმედი მაქვს, რომ მომავალში არ გააგრძელებენ ჩვენი ოპონენტები ინტერპელაციის რეჟიმით ასეთ სარგებლობას, ვინაიდან ჩვენ, რაც გვჭირდება ყველაზე მეტად, არის ის, რომ საპარლამენტო დემოკრატიის იდეა გამყარდეს და გაძლიერდეს და ეს ასეთ ფორმატებში არ უნდა ხდებოდეს,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ოპოზიცია პრემიერის მსგავსად, ფინანსთა მინისტრმაც გააკრიტიკა. ივანე მაჭავარიანის თქმით, ოპონენტების შეკითხვები  პოპულიზმით ხასიათდებოდა.

ივანე მაჭავარიანი-ის სურათის შედეგი„ძალიან პოლიტიზირებულია ამ ტიპის შეხვედრები და ინტერპელაცია თავისთავად. პრემიერმაც აღნიშნა და მეც მინდა, აღვნიშნო, რომ ვისურვებდით, რომ უფრო შინაარსობრივი, თემატური იყოს და უფრო მაღალ პროფესიონალურ დონეზე იყოს ოპონირება და მსჯელობა. კითხვები და როგორც განვითარდა პროცესი, მაღალი პოპულიზმით ხასიათდებოდა, როგორც სჩვევია ოპოზიციას,“ - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები