19 აპრილი 2024,   15:44
ვრცლად
"ინტონაციიდან გამომდინარე გადავწყვეტ, მივიღებ ასეთ ბოდიშს, თუ არა" - გიორგი გახარია დავით კირკიტაძის ბოდიშს გამოეხმაურა

"მივიღებ თუ არა კირკიტაძის ბოდიშს, ამას მისი ინტონაციის მოსმენის შემდეგ გადავწყვეტ," - ასე გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრი დავით კირკიტაძის განცხადებას, რომელიც მან გათავისუფლების შემდეგ გააკეთა.

გიორგი გახარია მიესალმება იმ ფაქტს, რომ დავით კირკიტაძემ პოლიციელს ბოდიში მოუხადა, თუმცა თავად მიიღებს თუ არა კირკიტაძის ბოდიშს, მასთან საუბრის დროს ინტონაციის მიხედვით გადაწყვეტს. 

„ერთმნიშვნელოვნად მივესალმები იმას, თუ ბატონმა კირკიტაძემ პოლიციელს მოუხადა ბოდიში. ვიღებ თუ არა მე პირადად ამ ბოდიშს, არ მინახია და უნდა ვნახო და ინტონაციიდან გამომდინარე გადავწყვეტ, მივიღებ ასეთ ბოდიშს, თუ არა,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები