25 აპრილი 2024,   20:50
ვრცლად
ქართველი მწერლები და გამომცემლები განათლების მინისტრის მოადგილის გადადგომას ითხოვენ

„ეს რაღაც საბავშვო ბაღიც არ არის, ეს არის შეგნებული მავნებლობა ქართული სახელმწიფოს წინაშე,“ - ეს განცხადება პოეტმა, რატი ამაღლობელმა გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტთან დაგეგმილ შეხვედრაზე განათლების მინისტრის მოადგილის არმისვლის შემდეგ გააკეთა.

საუბარია გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტთან დაგეგმილ შეხვედრაზე, სადაც მიხეილ გიორგაზე არ მივიდა. ამას გარდა, აღნიშნულ შეხვედრას თავი აარიდა მინისტრმაც.

ამ ფაქტიდან გამომდინარე, რატი ამაღლობელი მიხეილ გიორგაძის პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს.

„გაოგნებული ვარ გულწრფელად გითხრათ. ეს რაღაც საბავშვო ბაღიც არ არის, ეს არის შეგნებული მავნებლობა ქართული სახელმწიფოს, არა მარტო ლიტერატურის, არა მარტო კულტურის, არამედ მთლიანად ქართული სახელმწიფოს წინაშე, შეგნებული მავნებლობა. ევროპის იდეა არის მწერლების იდეა და ასეთი ასოციაციების და ყველაზე დიდი მნიშვნელობა და ყველაზე დიდი ძალა და ყველაზე დიდი პრესტიჟი სწორედ ასეთ ასოციაციებს აქვს და მათთან ორი თვით ადრე დაგეგმილი შეხვედრიდან ასე ვთქვათ, გაპარვა, მე არ ვიცი, რა არის, რა ტიპის მავნებლობაა, ჯერ კიდევ ბოლომდე ჩამოყალიბებული აზრი და უნდა დასრულდეს პასუხისმგებელი პირების თანამდებობიდან წასვლით,“ - აცხადებს რატი ამაღლობელი.

დღის ამბები