25 აპრილი 2024,   02:53
ვრცლად
მავნე მთავრობა, პოპულისტი ოპოზიცია - პრემიერის გამოსვლამ პარლამენტში ხმაურის ფონზე ჩაიარა

პარლამენტში პრემიერის გამოსვლამ ხმაურის ფონზე ჩაიარა. ოპოზიციამ „ქართულ ოცნებასთან“ და მთავრობის წარმომადგენლებთან რამდენჯერმე იკამათა. კონფლიქტის მთავრი მიზეზი პრემიერის გზავნილები იყო. იმის გამო, რომ ინტერპელაციის წესი პოლიტიკურ დებატებს არ ითვალისწინებს, მამუკა ბახტაძის განცხადებებს ოპოზიციონერი დეპუტატები ადგილიდან გათიშული მიკრფონით პასუხებოდნენ, რაც პრემიერის და მისი ოპონენტების კამათის მიზეზი ხდებოდა.

არაკომპეტენტური და მავნე მთავრობა, პოპულისტი ოპოზიცია - საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზში ყველაზე ხშირად ეს სიტყვები ისმოდა.

მამუკა ბახტაძე პარლამენტში „ევროპულმა საქართველომ“ დაიბარა. ოპოზიციის წევრებმა პასუხი ვერც იმ შეკითხვაზე მიიღეს, რატომ არ გაიზარდა დღემდე ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია.

საპარლამენტო უმრავლესობიდან წასული დეპუტატების ნაწილმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. ისინი ეკონომიკის ახალი მინისტრის, ნათია თურნავას გადადგომას ითხოვდნენ. ანაკლიის პორტის პროექტისთვის მიყენებული ზიანისა და ფოთის პორტისთვის ახალი ლიცენზიის მინიჭების საკითხის მინისტრის მოადგილეზე გადაბრალება მათთვის მიუღებელია.

თითქმის, 4 საათიანი დაძაბული განხილვის შემდეგ ოპოზიცია აცხადებდა, რომ პრემიერის გამოსვლა მოუმზადებელი და უსუსური იყო, ამიტომ მამუკა ბახტაძე თავისი მდგომარეობის გადაფარვას ხისტი პასუხებით ცდილობდა. თავის მხრივ, პრემიერმა კი ოპონენტები პოლიტიკურ სპეკულაციებში დაადანაშაულა.  

პარლამენტში ინტერპელაციის წესი დღეს დეპუტატებმა ბევრჯერ გააკრიტიკეს, რადგან არც კამათის და რეპლიკების უფლება არ აქვთ. პროტესტი ყველაზე რადიკალური ფორმით „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ადა მარშანიამ გამოხარა, რომელმაც დღის წესრიგი დემონსტრაციულად დახია.

საკანონმდებლო ორგანოში ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსა და ცესკო-ს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიასაც უსმენდნენ, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით მიიწვიეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები