20 აპრილი 2024,   04:53
ვრცლად
77 წლის ამერიკელმა ქალმა საკუთარ სახლში ალიგატორი იპოვა

77 წლის ამერიკელმა ქალმა საკუთარ სახლში ალიგატორი აღმოაჩინა. შემთხვევა ფლორიდის შტატში მოხდა. სამი მეტრის სიგრძის ქვეწარმავალმა ფანჯარა გატეხა და საცხოვრებელ სახლში ისე შეაღწია.

შემთხვევის დროს რეპტილიამ სამზარეულოში ღვინის ბოთლები დაამტვრია, რა დროსაც მცირე დაზიანებები მიიღო. თავად სახლის პატრონი, ალიგატორის აღმოჩენის შემდეგ, საძინებელ ოთახში ჩაიკეტა და დახმარება გამოიძახა.

ქვეწარმავალი სამართალდამცველებმა დაიჭირეს.

გამოჯანმრთელების შემდეგ მას ფლორიდაში, ალიგატორების კერძო ფერმაში, გადაიყვანენ. 

დღის ამბები