19 აპრილი 2024,   02:27
ვრცლად
ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შეჩერება - „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ განცხადებას ეკონომიკის მინისტრი პასუხობს

ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შეჩერების შესახებ ეიპიემ ტერმინალს ფოთის  საგანგებო განცხადებას სამართლებრივი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი პასუხობს.

საუბარია კომპანიის მიერ განცხადებაზე, რომლიც ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილების პასუხად გავრცელდა და სადაც საუბარია, რომ ეიპიემ ტერმინალს ფოთმა შესაძლოა, სამართლებრივ ღონისძიებებს მიმართოს.

ნათია თურნავა ამბობს, რომ კომპანიას ამის სრული უფლება აქვს. თუმცა, აქვე განმარტავს, რომ მისი უწყება ეიპიემ ტერმინალს ფოთის მსგავს წინადადებას ანაკლიის პორტის პრიორიტეტის კონტექსტში განიხილავს.

„მათ, რა თქმა უნდა, უფლება აქვთ, რომ სამართლებრივ ჭრილში განიხილონ ჩვენი გადაწყვეტილება და რაც მთავარია, ეს ყველაფერი უნდა იყოს, მათთან ურთიერთობა კანონთან შესაბამისობაში მოყვანილი და ყველა დარღვევა, რაც ჩვენ აღმოვაჩინეთ, უნდა აღმოიფხვრას იმიტომ, რომ სხვაგვარად ეს არ ეკადრება არც ამ გლობალურ ინვესტორს და ჩვენს სახელმწიფოს და ეკონომიკის სამინისტროს და მეორე, ნებისმიერ ასეთ წინადადებას, რასაკვირველია, განვიხილავთ ანაკლიის პორტის პრიორიტეტის კონტექსტში,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეიპიემ ტერმინალს ფოთმა ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვა 2 მაისს მიიღო, 29 მაისს კი, მას შემდეგ, რაც ეს ინფორმაცია საჯარო გახდა, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მწვავე განცხადება მოჰყვა.

30 მაისს კი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მის მიერვე გაცემული ნებართვა გააუქმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები