19 ოქტომბერი 2020,   20:00
ვრცლად
აფეთქება რუსეთში ტროტილის საამქროში - დაშავებულთა რიცხვი 89-მდე გაიზარდა

რუსეთის ქალაქ ძერჟინსკში აფეთქების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 89-მდე გაიზარდა, 20-მდე მათგანი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. შემთხვევა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ საბრძოლო საშუალებების საწყობში გუშინ მოხდა. ობიექტზე ტროტილის საამქრო აფეთქდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა და მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 200-მდე შენობაც დაზიანდა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, დაზარალებულ ოჯახებს 150 ათასი რუბლის ოდენობის კომპენსაციას გადაუხდიან. გამოძიების ვერსიით, აფეთქება, სავარაუდოდ, წარმოებისას დაშვებულმა ტექნოლოგიურმა დარღვევებმა გამოიწვია.
 

დღის ამბები