19 აპრილი 2024,   16:39
ვრცლად
ვენეციაში საკრუიზო ლაინერი ტურისტულ ნავს შეეჯახა - დაშავდა 5 ადამიანი

ვენეციაში საკრუიზო ლაინერი ტურისტულ ნავს შეეჯახა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც 54 მეტრის სიმაღლისა და 275 მეტრის სიგრძის ლაინერი ქალაქის ერთ-ერთ არხში ნავსადგურს უახლოვდებოდა. გემი ტურისტულ ბორანთან ერთად ნავმისადგომსაც დაეჯახა და დააზიანა.

ინციდენტის შედეგად ნავზე მყოფი 5 ადამიანი დაშავდა. გავრცელებული ცნობით, ავარიის მიზეზი ტექნიკური პრობლემა გახდა. სავარაუდოდ, საკრუიზო ლაინერს ბუქსირზე მისაბმელი ბაგირი გაუწყდა და გაჩერება ვეღარ შეძლო. გემი, რომელიც 2 ათას 700-მდე მგზავრს იტევს, 15 წლის წინაა აგებული. 

დღის ამბები