25 აპრილი 2024,   10:54
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური გეგმები უკრაინაში-საქართველოს მესამე პრეზიდენტი სხვადასხვა პარტიებთან კონსულტაციებს მართავს

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნდა. ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება, რაც უკრაინის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ვლოდიმირ ზელენსკიმ მიიღო, სააკაშვილისთვის მოქალაქეობის დაბრუნებაა. ახლა მიხეილ სააკაშვილი კიევის ქუჩებში თავისუფლად გადაადგილდება, ესაუბრება გამვლელებს, იღებს მათთან ფოტოებს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი კიევის გარეუბანში მის კუთვნილ სახლში ცხოვრობს. ეს მისი ერთადერთი უძრავი ქონებაა, რომელიც დაყადაღებული არ არის.

კიევში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ სხვადასხვა პარტიები გაწევრიანებას სთავაზობენ. ამ ეტაპზე ის კონსულტაციების რეჟიმშია.  თავად ამბობს, რომ ახლა გეგმების დალაგების პროცესშია და ზუსტად იცის ის, რომ კოალიციაში ზელენსკის მხარდამჭერებთან ერთად შევა. მისივე თქმით, მას უკრაინელები პრემიერად მოიაზრებენ, თუმცა თავად ამის სურვილი არ აქვს. 

დღის ამბები