25 აპრილი 2024,   08:27
ვრცლად
ჟვანიას მოედანზე გზა ჩაინგრა და ავტომობილები ჩაიყოლა

თბილისში, ჟვანიას მოედანზე, მგალობლიშვილის ქუჩა დაიტბორა. მიზეზი, ცენტრალური წყლის მილის დაზიანება გახდა. წყლის ნაკადი მოსახლეობას სარდაფებში ჩაუვიდა. დაზიანებულია სამი ავტომობილი, ორი მათგანი გზის საფარის ჩანგრევის გამო ორმოში აღმოჩნდა. კიდევ ერთი კი წყლის ნაკადმა საკმაოდ დიდ მანძილზე გადაიტანა.

შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ადგილზე მაშველების მობილიზება გახდა საჭირო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

წინასწარი პროგნოზები, როდის მოხერხდება პრობლემის მოგვარდება ამ ეტაპზე ვერ კეთდება. მანამდე კი მოსახლეობას წყლისა და გზის გარეშე ყოფნა მოუწევს.

დღის ამბები