24 აპრილი 2024,   17:10
ვრცლად
მიხეილ კალანდიას ბრალი სარალიძის მკვლელობაში თანამონაწილეობაში ედება

შს სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ კალანდია დავით სარალიძის მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის დააკავეს.

როგორც შს მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა, სამართალდამცველებმა კალანდია 4 ივნისს აიყვანეს. საგამოძიებო უწყებაში ამბობენ, რომ  პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის შემდეგ, მოპოვებულ იქნა მტკიცებულებები, რომლებმაც გამოძიებას მ. კ.-ს მხრიდან მკვლელობაში თანამონაწილეობის საფუძვლიანი ეჭვი გაუმყარა.

სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებამ კი, რომლითაც გ.ჯ. ცნობილ იქნა დამნაშავედ დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში, კიდევ ერთხელ დაადასტურა გამოყოფილი საქმის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების სისწორე. 

"გამოძიება აქტიურად მუშაობდა მკვლელობაში მიხეილ კალანდიას შესაძლო თანამონაწილეობის მიმართულებით. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ  განაჩენის გამოტანის შემდეგ მოვიპოვეთ მტკიცებულებები, რომელმაც გამოძიებას მიხეილ კალანდიას მხრიდან მკვლელობაში თანამონაწილეობის ეჭვი გაუმყარა.

სააპელაციო სასამართლოს მიერ 2019 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც გ.ჯ ცნობილი იქნა დამნაშავედ დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში, კიდევ ერთხელ დაადასტურა გამოყოფილი საქმის ფარგლებში შს სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების სისწორე. გამოძიებას გაუმყარა პოზიცია და შექმნა დამატებითი მტკიცებულებითი საფუძველი დავით სარალიძის მკვლელობის საქმეში მიხეილ კალანდიას თანამონაწილეობის შესახებ.

2019 წლის 4 ივნისს შს სამინისტროს მიერ ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაშიც ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია მიხეილ კალანდია,“- განაცხადა ბორცვაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები