25 აპრილი 2024,   17:38
ვრცლად
მოზარდების მკვლელობის საქმე - დანაშაულის დაფარვაში ბრალდებული მირზა სუბელიანი ციხეს 8 ივლისს დატოვებს

მოზარდების მკვლელობის საქმე - არსებული ინფორმაციით, დანაშაულის დაფარვაში მსჯავრდებული მირზა სუბელიანი პენიტენციურ დაწესებულებას 8 ივლისს დატოვებს. 

სუბელიანს, რომელიც გასული წლის 9 ივნისს დააკავეს,  ბრალი თავდაპირველად დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის წაუყენეს, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მუხლის კვალიფიკაცია შეიცვალა. მოსამართლის მიერ შეცვლილი კვალიფიკაციით, მირზა სუბელიანი დამნაშავედ დანაშაულის დაფარვისთვის სცნეს. 

სუბელიანის დაკავების მომენტიდან სახელმწიფო ბრალდება ამტკიცებდა, რომ მან გამოძიებას დათუნა სარალიძის მკვლელობის მცდელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვნის შესახებ ინფორმაცია არ შეატყობინა, რომელიც სუბელიანმა დანაშაულიდან რამდენიმე საათში მისი ნათესავების, კალანდიების სახლში ნახა.

საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის ქმედება დანაშაულის დაფარვა უფროა, ვიდრე შეუტყობინებლობა, რისთვისაც სასჯელად 1 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

შეგახსენებთ, რომ  მოზარდების, დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე სამართალდამცველებმა, საქმის ე.წ. ოქროს მოწმე, მიხეილ კალანდია დააკავეს.

დღის ამბები