19 აპრილი 2024,   19:00
ვრცლად
ავღანეთის დედაქალაქში მორიგ აფეთქებას 5 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთის დედაქალაქში მორიგ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. ბომბი ქაბულის ცენტრში იმ დროს აფეთქდა, როდესაც გზაზე სამოქალაქო სექტორის თანამშრომლების ავტობუსი გამოჩნდა. აფეთქების შემდეგ ავტობუსს ცეცხლი მოედო.

წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, 10-ზე მეტი კი - დაშავდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ქაბულში რამდენიმე თავდასხმა მოხდა, რაზეც პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

დღის ამბები