19 აპრილი 2024,   03:48
ვრცლად
ტყუილებით ცდილობენ ბრძოლას კონკრეტულ კანდიდატებთან - გიორგი მიქაუტაძე ნაზი ჯანეზაშვილს პასუხობს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი საბჭოს არამოსამართლე წევრებს ტყუილში ადანაშაულებს. საუბარია ნაზი ჯანეზაშვილის დღევანდელ განცხადებაზე, რომ გიორგი მიქაუტაძემ განაცხადი უზენაესის სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე დარღვევებით დაარეგისტრირა.

კერძოდ, ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, მიქაუტაძემ წარადგინა ორი რეკომენდაცია, სამის ნაცვლად. მისივე განმარტებით, იმისთვის, რომ მან შეძლოს დოკუმენტების დამატება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან ურეკავენ სხვა განმცხადებლებს და სთხოვენ დამატებითი დოკუმენტების წარდგენას და ამ ფორმით ქმნიან პრეცედენტს მიქაუტაძისთვის.

თავად გიორგი მიქაუტაძე აცხადებს, რომ ნაზი ჯანეზაშვილი დისკრიმინაციულ განცხადებებს აკეთებს.

„არანაირი ცვლილებებს მე არ ვაპირებ. არც ჩემს განაცხადში და ბუნებრივია არ შეიძლება ეს, რომ მოხდეს სხვა განაცხადებში. ეს არის გამორიცხული რაღაცა. ამგვარი ჩარევა შეიძლება დანაშაულის ნიშნებსაც შეიცავდეს. რას მეუბნებით, რომ დღეს მყავს ორი რეკომენდატორი და ხვალ მეყოლება ექვსი?! გამორიცხულია ესეთი რაღაც. ეს არის ტყუილები და ტყუილებით ცდილობენ რაღაც ხრიკებით და ასეთი მეთოდებით ცდილობენ ბრძოლას კონკრეტულ კანდიდატებთან. რაღაც დისკრიმინაციას ემსგავსება,“-განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ. 

დღის ამბები