02 დეკემბერი 2021,   04:33
ვრცლად
მერაბიშვილის საქმე - ადვოკატი მინისტრთა კომიტეტთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს განცხადებას სიცრუეს უწოდებს

ვანო მერაბიშვილის ადვოკატი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს განცხადებას  სიცრუეს უწოდებს. 

გიორგი ჩივიაშვილი ამბობს, რომ სამინისტროს არ სურს, რეკომენდაციების შესრულება ამიტომ მიზანმიმართულად საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.

იურისტის თქმით, იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესს დადებითად აფასებს, სიმართლეს არ შეესაბამება. 

ადვოკატ გიორგი ჩივიაშვილის თქმით, სინამდვილეში მინისტრთა კომიტეტი შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ ამ ეტაპზე გამოძიება დასრულებული არ არის. 

"პრაქტიკულად, მინისტრთა კომიტეტმა გამოთქვა შეშფოთება, რომ არ არის გამოძიება ამ ეტაპზე დასრულებული. იუსტიციის სამინისტროს მიერ გაკეთებული დღევანდელი განცხადება ცოტა არ იყოს, უცნაურია. ვერც კი წარმოგვიდგენია, როგორ შეიძლება ასე სხვანაირი მსჯელობით, მიაწოდო ინფორმაცია საზოგადოებას, როდესაც აბსოლუტურად სხვა რამეზეა საუბარი. მათ განაცხადეს, რომ, თითქოსდა, სექტემბერში აღარ ჩატარდება შემდგომი სხდომა მერაბიშვილი საკითხის განხილვასთან დაკავშირებით. მინისტრთა კომიტეტმა ვადა განუსაზღვრა, რომ 2019 წლის 30 სექტემბრამდე ყველა ეს რეკომენდაცია, რომელიც ახლა გაიცა, ინფორმაციის სახით უნდა წარუდგინოს საქართველოს ხელისუფლებამ მინისტრთა კომიტეტს,“ - განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები