20 აპრილი 2024,   16:50
ვრცლად
მტკიცებულებები მოპოვებულია 2017-2018 წლებში, დღეს მათ ძალა აქვს დაკარგული - კალანდიას ადვოკატი

მიხეილ კალანდიასთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხი დღეს სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს - პროკურატურა ბრალდებულის მიმართ პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. დაკავებულს დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობაში ადანაშაულებენ. მიხეილ კალანდიას დაკავების შემდეგ, მისმა ოჯახმა ხანგრძლივი დუმილი დაარღვია და ყველა იმ გარიგების ჩამოთვლა დაიწყო, რომლებსაც ხელისუფლების მაღალჩინოსნები ორი მოზარდის მკვლელობის შემდეგ აფორმებდნენ. კალანდიები შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის ყველა იმ მაღალჩინოსნის დაკავებას ითხოვენ, რომლებიც მოზარდებს სასურველი ჩვენების მიცემას აიძულებდნენ.

"მტკიცებულებები მოპოვებულია 2017 წლის და 2018 წლის გამოძიების პერიოდში, შესაბამისად თუ ამ პერიოდში იყო რაიმე ბრალეულობის ნიშნები, შესაბამისად დროულად უდნა ყოფილიყო ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ გამოყენებული. დღეს უკვე ამ მტკიცებულებებს ძალა აქვს დაკარგული,"- აცხადებს კალანდიას ადვოკატი, ანა კოტეტიშვილი.

დღის ამბები