25 აპრილი 2024,   22:07
ვრცლად
სასტიკი მკვლელობა პოლონეთში - ადგილობრივი სასამართლო, ბრალდებული ქართველის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს

პოლონეთის სასამართლომ დღეს სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქის აღკვეთის ღონისძიება უნდა განსაზღვროს. სხდომა ქალაქ ქალაქ ლოძში ტარდება, სადაც უკვე იმყოფება უკრაინიდან ექსტრადირებული მამუკა ხეცურიანი.

39 წლის მამაკაცს უკვე ჩაუტარდა დე ენ ემ-ის ანალიზისთვის საჭირო პროცედურები. პოლონური მედიის ინფორმაციით, კიევის სასამართლოში მისი ექსტრადირების საქმეზე მსჯელობისას, მან თვითმკვლელობა სცადა და თვითდაზიანებები მიიყენა.

გამოძიება ხეცურიანს 28 წლის ქალის მკვლელობაში ადანაშაულებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები