18 აპრილი 2024,   17:28
ვრცლად
მასშტაბური კიბერდანაშაული და სხვისი თანხების მოტყუებით დაუფლება - დაკავებულია 3 პირი

მასშტაბური კიბერდანაშაული - სამართალდამცველებმა სამი პირი დააკავეს, მათ შორის  თურქეთის 2 მოქალაქეა.  

ისინი "საქართველოს ბანკისა" და "TBC ბანკის" ვიზუალურად მსგავსი ვებ-გვერდების მეშვეობით, მოქალაქეების თანხებს მოტყუებით ეუფლებოდნენ.

დაკავებულებს ბრალად ედებათ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევა, კომპიუტერული მონაცემების უკანონოდ გამოყენება, კერძო კომუნიკაციების საიდუმლოების დარღვევა და ქურდობა.

დღის ამბები