02 დეკემბერი 2021,   04:42
ვრცლად
უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები თანამდებობებს ინარჩუნებენ - რადამ ზელენსკის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

უკრაინის რადამ ვლადიმერ ზელენსკის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. საკანონმდებლო ორგანომ პოსტებიდან უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების გადაყენებას მხარი არ დაუჭირა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის გათავისუფლების პროექტს საჭირო 226 ხმიდან თითქმის 100 დააკლდა, საჭირო ხმები ვერ მოაგროვა ვერც თავდაცვის მინისტრისა და უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის გადაყენების დადგენილებებმაც.

სამი მაღალჩინოსნის გათავისუფლება პრეზიდენტმა ზელენსკიმ რადას 30 მაისს შესთავაზა.

დღის ამბები