24 აპრილი 2024,   11:03
ვრცლად
ესპანეთის პროკურატურა შაკირას გადასახადებისთვის თავის არიდებაში ადანაშაულებს

ესპანეთის პროკურატურა შაკირას გადასახადებისთვის თავის არიდებაში ადანაშაულებს. კოლუმბიელი მომღერალი დღეს ადვოკატებთან ერთად ბარსელონის სასამართლოში გამოცხადდა.

გამოძიების ცნობით, 2012-2014 წლებში შაკირა კატალონიაში ცხოვრობდა და საშემოსავლო გადასახადები არ გადაუხდია. საუბარია 14 მილიონ 500 ათას ევროზე. მომღერალი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ დასახელებულ პერიოდში ის ესპანეთში არ ცხოვრობდა.

შაკირა წელს უკვე მეორედ გამოცხადდა სასამართლოში. მაისში მას საავტორო უფლებების დარღვევისთვის უჩივლეს, თუმცა სასამართლომ მომღერალი გაამართლა.

დღის ამბები