19 აპრილი 2024,   20:48
ვრცლად
მიზანი ყველა ბიზნეს სუბიექტისთვის თანაბარი პირობების შექმნაა - ფინანსთა სამინისტროს განმარტება იმპორტიორებისთვის დაწესებულ რეგულაციებზე

ფარულად მიღებული რეგულაციები ბიზნესმენებისთვის და ფინანსური წნეხი იმპორტიორებს - 31 მაისს მოულოდნელად მიღებულ გადაწყვეტილებას მავნებლობას უწოდებენ ბიზნესმენები. ახალ რეგულაციასთან დაკავშირებით, განმარტება ფინანსთა სამინისტროში გაკეთდა. 

საქმე ეხება ფინანსთა მინისტრის ბრძანებას, რომლის მიხედვითაც აქციზის გადამხდელ კომპანიებს იმპორტის განბაჟების ვადა 30-დან 5 დღემდე შეუმცირდებათ.

სიახლე ეხება ე.წ. "ოქროს სიაში" მყოფ ორგანიზაციებსაც, რომლებიც გარკვეული შეღავათებით სარგებლობენ. როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე ამბობს, მთავრობის მიზანი ყველა ბიზნეს სუბიექტისთვის თანაბარი პირობების შექმნაა. 

„ჩვენი მთავრობის პოლიტიკა, როგორც საგადასახადო პოლიტიკის, ისე სტრუქტურული რეფორმების ნაწილში, უკვე წლებია ემსახურება ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას ქვეყანაში, რომლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია თანაბარი პირობების უზრუნველყოფა ყველა ბიზნესსუბიექტისთვის. ეს კომპანიებიც ჩადგებიან თანაბარ პირობებში საშუალო და მცირე ბიზნესთან,”-განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ცოტნე ყავლაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები