19 აპრილი 2024,   22:29
ვრცლად
ხმაური ახალქალაქში - პოლიციამ მამაკაცი მანქანიდან ძალის გამოყენებით გადმოთრია 

ინციდენტი ახალქალაქში - გამოცემა "jnews" ვიდეომასალას ავრცელებს, რომელიც დაპირისპირებას ასახავს. ვიდეომასალის მიხედვით, სამართალდამცველებმა მამაკაცი ავტომობლიდან გადმოათრიეს, და მისი დაკავება სცადეს. მამაკაცი სამართალდამცველებს ხელბორკილების დადების საშუალებას არ აძლევს. 

გამოცემის ცნობით, ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც საპატრულო პოლიციის მიერ გაჩერებულ მოტოციკლთან, "მერსედესის" მარკის ავტომობილი გაჩერდა და სამართალდამცველებს ჰკითხა თუ რაში იყო საქმე. თვითმხილველი გამოცემასთან ჰყვება, რომ პოლიციის თანამშრომლებმა მას გზის გაგრძელება სთხოვეს, მას შემდეგ კი, რაც მამაკაცმა კიდევ რაღაც იკითხა, პოლიციის თანამშრომლებმა ის ავტომობილიდან ძალის გამოყენებით გადმოიყვანეს. 

ვიდეომასალაში ჩანს, რომ მამაკაცი სამართალდამცველებს მიწაზე ჰყავთ დაწვენილი და მისთვის ბორკილების დადებას ცდილობენ. ის სამართალდამცველებს წინააღმდეგობას უწევს. 

მომხდარს ხმაური მოჰყვა. მამაკაცის დახმარება ადგილობრივებმა სცადეს. 

დღის ამბები