20 აპრილი 2024,   09:47
ვრცლად
ფეხბურთის ფედერაციის უმკაცრესი გადაწყვეტილება - ჩაწყობილი თამაშების საქმეში მონაწილე ფეხბურთელებს თამაში სამუდამოდ აეკრძალათ

ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის უმკაცრესი განაჩენი - ფეხბურთელებს, რომლებიც ჩაწყობილი თამაშების საქმეში ფიგურირებენ და რომლებმაც დანაშაული აღიარეს ფეხბურთის თამაში სამუდამოდ აეკრძალათ. საუბარია "ვიტ ჯორჯიას" 5 ფეხბურთელზე.

ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა უმკაცრესი გადაწყვეტილება ორდღიანი მსჯელობის შემდეგ მიიღო.

სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებას ზედმეტად მკაცრს და არასამართლიანს უწოდებენ ბრალდებულების ოჯახის წევრები. ბრალდებულების ადვოკატები სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.

სადისციპლინო კომიტეტმა მკაცრი სანქციები დაუწესა "ვიტ ჯორჯიასაც", რომელსაც 6 ქულა დააკლდა.  ამას გარდა საფეხბურთო კლუბი 50 ათასი ლარით დაჯარიმდა.

სადისციპლინო კომიტეტმა ლანჩხუთის გურიის ორ და ჭიათურის ერთ ფეხბურთელზეც მიიღო გადაწყვეტილება, გამოძიების დასრულებამდე სპორტსმენებს დროებით საფეხბურთო თამაშებში მონაწილების მიღება აეკრძალათ. 

დღის ამბები