19 აპრილი 2024,   18:05
ვრცლად
აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობის გაფუჭების მიზეზი რობერტ მალერის საქმის გამოძიებაა - დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაფუჭების მიზეზად, რობერტ მალერის საქმის გამოძიებას ასახელებს. ტელეკომპანია „Fox“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მან მკაცრად გააკრიტიკა სპეცპროკურორი და განაცხადა, რომ რობერტ მალერმა საკუთარი თავი სულელად წარმოაჩინა, როდესაც საგამოძიებო დასკვნაზე განმარტებების გაკეთება გადაწყვიტა.

დონალდ ტრამპის კრიტიკის სამიზნე ასევე  დემოკრატების ლიდერი ნენსი პელოსი გახდა. მას დონალდ ტრამპმა "ამაზრზენი და საშინელი პიროვნება" უწოდა. პელოსის კრიტიკის საბაბი მისივე განცხადება გახდა. კონგრესის ქვედა პალატის სპიკერმა ერთ-ერთ შეხვედრაზე განაცხადა, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის ნაცვლად, სურს ის ციხეში ნახოს.

დღის ამბები