18 აპრილი 2024,   06:29
ვრცლად
ბრიტანეთის პრემიერობის კანდიდატი ნარკოტიკებს მოიხმარდა

ბრიტანეთის პრემიერმინისტრობის კანდიდატი ნარკოტიკულ საშუალებებზე იყო დამოკიდებული. საუბარია გარემოს დაცვის მინისტრ მაიკლ გოუვზე, რომელმაც აღიარა, რომ 20 წლის წინ, ვიდრე პოლიტიკურ კარიერას დაიწყებდა, კოკაინს მოიხმარდა.

გოუვის თქმით, მაშინ ის ახალგაზრდა ჟურნალისტი იყო, რასაც აკეთებდა კი შეცდომა იყო და ძალიან ნანობს. მისი შეფასებით, წარსულის შეცდომებმა ადამიანს ხელი არ უნდა შეუშალოს, კენჭი იყაროს კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტზე.

ტერეზა მეიმ ეს თანამდებობა ოფიციალურად უკვე დატოვა, თუმცა პრემიერის მოვალეობის შესრულებას ახალი ლიდერის არჩევამდე მაინც განაგრძობს.

დღის ამბები