04 დეკემბერი 2021,   05:55
ვრცლად
NASA 2020 წლიდან ტურისტებს კოსმოსში მოგზაურობის უფლებას მისცემს

NASA კოსმოსში მოგზაურობის უფლებას ტურისტებს 2020 წლიდან მისცემს. ამის შესახებ განცხადება NASA-ს წარმომადგენლებმა ნიუ იორკში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთეს.

საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ერთი ღამის გატარება, დაახლოებით, 35 ათასი დოლარი ეღირება, ფრენის საფასურს კი მოქალაქეებისთვის NASA-ს მიერ დაქირავებული კომპანიები "სფეის იქსი" და "ბოინგი" განსაზღვრავენ.

შეერთებული შტატების კოსმოსურ სააგენტოში აცხადებენ, რომ წელიწადში ორი კერძო მისიის შესრულება იგეგმება. მოგზაურობა მოკლევადიანი იქნება და ის 30 დღეს არ აღემატება.
 

დღის ამბები