20 აპრილი 2024,   17:29
ვრცლად
თბილისში, ნინოშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

თბილისში, ნინოშვილის ქუჩაზე 25 წლამდე მამაკაცი დაჭრეს. შინგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალგაზრდას ჭრილობები ბასრი საგნით აქვს მიყენებული. შსს-ის ცნობით, შემთხვევის ადგილზე დაკავებულია ერთი პირი.

უწყების ინფორმაციით, დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული ი.ქ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 8 ივნისს თბილისში, ნინოშვილის ქუჩაზე 1994 წელს დაბადებულ მ.ჩ.-ს ბასრი საგნით ჭრილობები მიაყენა. ძველი თბილისის სამმართველოს და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა  ი.ქ. შემთხვევის ადგილზევე დააკავეს," - აცხადებენ შსს-ში. 

 

დღის ამბები