19 აპრილი 2024,   12:23
ვრცლად
„მეორე ტურში, როგორც ჩანს, შეშინებული ხელისუფლება კიდევ უფრო პანიკაში ჩავარდა" - ელენე ხოშტარია

"ცდილობენ შექმნან აგრესიული ვითარება," - ასე აფასებს არჩევნების მეორე ტურს პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრი, ელენე ხოშტარია. მისი თქმით, თითქმის ყველა უბანზე, ხელისუფლების წარმომადგენლები არიან მობილიზებული. 

„მეორე ტურში, როგორც ჩანს, შეშინებული ხელისუფლება კიდევ უფრო პანიკაში ჩავარდა და აბსოლუტურად ყველა უბანზე ჰყავთ მობილიზებული მთელი ხელისუფლება, ადგილობრივი თვითმმართველობა, რომელიც ერთად, ჰარმონიულად არის შერწყმული ადგილობრივ ძველ ბიჭებთან, კრიმინალური მენტალიტეტის ადამიანებთან და ცდილობენ შექმნან აგრესიული ვითარება, რაც რა თქმა უნდა, მხოლოდ მათ უსუსურობაზე და სიმხდალეზე მიუთითებს,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მან პირდაპირ ეთერში, ვიდეომასალა წარადგინა, სადაც მისი თქმით, ასახულია, როგორ ხდება მე-18 საარჩევნო უბნის წინ ამომრჩეველზე ზეწოლა.

„ეს არის ვითარება უბნების  გარეთ, რომელიც მეტყველებს მხოლოდ ერთზე, რომ ხელისუფლება არის საშინელ პანიკაში. ჩვენ გვაქვს მობილიზებული ყველა უბანზე კამერა, ყველაფერს ვაფიქსირებთ,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ბრიფინგზე განცხადება გააკეთა "თავისუფალი დემოკრატების” პოლიტიკური მდივანმა, ნინო გოგუაძემ, რომელმაც განაცხადა, რომ ამომრჩევლებს ასეთი ნათელი არჩევანი იშვიათად ჰქონია. მან მთაწმინდელებს არჩევნებზე მისვლისა და  ღირსეული კანდიდატის შემოხაზვისკენ მოუწოდა.

 

 

დღის ამბები