25 აპრილი 2024,   17:24
ვრცლად
სროლა შვედეთის ქალაქ მალმოში - ქალაქის ცენტრალურ სადგურზე სამართალდამცავებმა საეჭვო პირი დაჭრეს

სროლა შვედეთის ქალაქ მალმოში - სამართალდამცველებმა ქალაქის ცენტრალურ სადგურში საეჭვო პირს ესროლეს და დაჭრეს. გამოძიების მტკიცებით, მამაკაცის ქმედებები საფრთხის შემცველი იყო. გავრცელებული ცნობით, მას თან ჰქონდა ზურგჩანთა და ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედებით იმუქრებოდა.

დაჭრილი ეჭვმიტანილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინციდენტის დროს სადგურიდან ხალხის ევაკუაციაც განხორციელდა. აღმოჩნდა თუ არა ბომბი ჩანთაში, პოლიცია არ ახმაურებს.

დღის ამბები