24 აპრილი 2024,   22:53
ვრცლად
პოლიტიკური კრიზისი მოლდოვაში - პრეზიდენტმა ვადამდელი არჩევნები გააუქმა

მოლდოვის პრეზიდენტმა ვადამდელი არჩევნები გააუქმა. იგორ დოდონმა ეს გადაწყვეტილება უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ მიიღო. ვადამდელი არჩევნების გარდა, მოლდოვის ლიდერმა პრემიერმინისტრ პაველ ფილიპის კიდევ ერთი ბრძანება გააუქმა, რომელიც  პარლამენტის დაშლას ეხებოდა. იგორ დოდონის განცხადებით, ფილიპს არ აქვს უფლება, პრეზიდენტის მოვალეობა შეასრულოს.

მოლდოვაში პოლიტიკური კრიზისია. ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლო არ აღიარებს ახალ სამთავრობო კოალიციას, რომელიც დოდონის მხარდამჭერმა სოციალისტურმა პარტიამ პროევროპულ ბლოკთან ერთად ჩამოაყალიბა.

სასამართლომ დოდონს უფლებამოსილებაც შეუჩერა და პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება პაველ ფილიპს გადააბარა.

დღის ამბები