19 აპრილი 2024,   02:23
ვრცლად
რუსეთში დაკავებულ ჟურნალისტს გაათავისუფლებენ

რუსეთის ხელისუფლებამ საზოგადოების ზეწოლას ვერ გაუძლო და დაკავებული ჟურნალისტის ივან გოლუნოვის წინააღმდეგ გამოძიება შეაჩერა. მას დღესვე შინაპატიმრობიდან გაათავისუფლებენ.

სამსახურიდან დაითხოვეს ის პოლიციელები, რომლებმაც გოლუნოვი დააკავეს. რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, გოლუნოვს ბრალი ვერ დაუმტკიცეს და გამოძიება შეწყდა.

ინტერნეტ პორტალ "მედუზას" ჟურნალისტი ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით გასულ კვირას დააკავეს. მისი კოლეგები ირწმუნებიან, რომ ნარკოტიკული საშუალებები ივან გოლუნოვს განზრახ ჩაუდეს, რადგან ის მაღალჩინოსნების კორუფციულ საქმიანობას იძიებდა.

გოლუნოვის დაკავებას დიდი რეზონანსი მოყვა თავად რუსეთშიც. ქვეყნის მედია საშუალებებმა უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგეს და კოლეგას ღია მხარდაჭერა გამოუცხადეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები