23 აპრილი 2024,   18:44
ვრცლად
ჯუზეპე ვერდის "ტრავიატა" სცენაზე განახლებული შემადგენლობით 16 ივნისს შესრულდება

მეცხრამეტე საუკუნის რომანტიკული პარიზი ოპერის 167-ე სეზონზე ბოლოჯერ გაცოცხლდება. ჯუზეპე ვერდის "ტრავიატა" სცენაზე განახლებული შემადგენლობით მომდევნო ორი დღის განმავლობაში შესრულდება.

16 ივლისის წარმოდგენაზე კი ვიოლეტას პარტიას პირველად მარიამ როინიშვილი შეასრულებს.

ჯუზეპე ვერდი "ტრავიატა" თბილისის ოპერის თეატრში პირველად 1859 წელს შესრულდა და 150-ზე მეტი წლის შემდეგ განახლებული საპრემიერო წარმოდგენებისთვის დეკორაციები სპეცილურად იტალიაში დაამზადეს. ოპერა ოთხ აქტად მაყურებელს მეცხრამეტე საუკუნის რომანტიკული პარიზში ამოგზაურებს.

ვიოლეტას ტრაგიკული სიყვარულის ამბავი მთელი დრამატიზმით ოპერისა და ბალეტის თეატრში აჟღერებდა. სეზონის ბოლო წარმოდგენები განსხვავებული შემადგენლობით იქნება.

დღის ამბები