25 აპრილი 2024,   18:11
ვრცლად
თბილისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა წარსულში ქურდობისთვის მრავალჯერ ნასამართლევი პირი ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მოქალაქე ღამით, ​თბილისში, კალაუბნის ქუჩაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც ის ამავე ქუჩაზე მდებარე მაღაზიების გაქურდვას ცდილობდა.

გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები