19 აპრილი 2024,   14:50
ვრცლად
მოლდოვაში დემოკრატიული პარტიის ლიდერებმა ქვეყანა დატოვეს

მოლდოვაში დემოკრატიული პარტიის ლიდერებმა ქვეყანა დატოვეს. მოლდოვური ტელეარხების ცნობით, ერთი კერძო თვითმფრინავი მოსკოვში, ერთი ოდესაში, კიდევ ერთი კი ლონდონში დაეშვა.

 ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი ლაინერის ბორტზე ოლიგარქი ვლადიმერ პლაჰოტნიუკიც იმყოფებოდა, რომლის წინააღმდეგაც ხელისუფლების უზურპაციის ბრალდებით შესაძლოა, საქმე აღიძრას.

კიშინიოვიდან 5 ჩარტერული რეისი შესრულდა სტამბოლის მიმართულებითაც. დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებმა ქვეყანა მას შემდეგ დატოვეს, რაც მთავრობა პაველ ფილიპის ხელმძღვანელობით სრული შემადგენლობით გადადგა და ოპოზიციაში გადავიდა.

მოლდოვაში ბოლო ერთი კვირაა, პოლიტიკური კრიზისი იყო და ქვეყანას ორი მთავრობა მართავდა, თუმცა დღეიდან ქვეყანას მხოლოდ პროევროპული ბლოკის ლიდერი და პრემიერი მაია სანდუ გაუძღვება.

დღის ამბები