25 აპრილი 2024,   06:31
ვრცლად
მთავრობის ადმინისტრაციასთან დაკავებულებიდან სამს 1000-ლარიანი გირაო დაეკისრა

მთავრობის ადმინისტრაციასთან გუშინდელი აქციის მიმდინარეობისას დაკავებული პირებიდან სამს 1000-ლარიანი გირაო დაეკისრა. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ თბილისის საქალაქო სასამართლო მიიღო. არცერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს.

სასამართლო სხდომაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 28 პირის ადმინისტრაციული სახდელის შეფარდებაზე მსჯელობენ.

დაპირისპირება მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. ვითარება „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებსა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის რამდენჯერმე უკიდურესად დაიძაბა.

 

დღის ამბები