20 აპრილი 2024,   05:40
ვრცლად
ხანძარი წნორში - განადგურებულია 30 ტონამდე მარცვლეული

ხანძარი კახეთის რაიონის სოფელ წნორში - ცეცხლი ინდოელების საკუთრებაში არსებულ სასაწყობე მეურნეობას გაუჩნდა. შენობა სახელმწიფოს კუთვნილი ყოფილი წისქვილკომბინატია. 

 წინასწარი ინფორმაციით, განადგურდა 30 ტონამდე მარცვლეული. რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

ადგილზე, სახანძრო სამაშველო ბრიგადებთან ერთად, მობილიზებულია პოლიცია, რომელიც სავარაუდოდ, კამერების ჩანაწერებს ამოიღებს და მომხდარის დეტალები მხოლოდ ამის შემდეგ გაირკვევა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა „რუსთავი 2“-თან საუბრისას განაცხადა, ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია და მიმდინარეობს მისი სალიკვიდაციო სამუშაოები. 

დღის ამბები