17 აპრილი 2024,   00:44
ვრცლად
ქუთაისში თეთრ ხიდზე მინა დაზიანდა

ქუთაისში ერთი წლის წინ რეაბილიტირებულ თეთრ ხიდზე მინა კვლავ დაზიანდა. ხიდზე ერთ-ერთი პანორამული მინა მთლიანად დაბზარულია. მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციი, თეთრ ხიდზე მინა წინასწარი შეტყობით, განზრახ არის დაზიანებული.

ნუგზარ ხუციბერიძის თქმით, უკვე გაეცნენ ადგილზე არსებულ მდგომაროებას და ჩანს, რომ მინა მძიმე საგნით არის დაზიანებული. მისი თქმით, მასალები პოლიციას გადაეგზავნა.

„შევისწავლეთ მდგომარეობა და ამ ეტაპზე შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მინა წინასწარი შეცნობით, მძიმე წვეტიანი საგნით განზრახ არის დაზიანებული. მასალები დასურათებული გადაეგზავნა პოლიციას და დაიწყო შესწავლა. დაზუსტებით ამის შემდეგ გვექნება პასუხი"-განაცხადა ნუგზარ ხუციბერიძემ.

Image may contain: one or more people, shoes, basketball court and outdoorის არ იზიარებს, მოსაზრებას, რომ ხიდზე მინა უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო დაზიანდა. მისი თქმით, ხიდზე მოქალაქეები აქტიურად მოძრაობენ და საფრხეს არ წარმოდგენს. მისივე განმარტებით, ხიდზე სამუშაოები დღესვე დაიწყება და რამდენიმე დღეში მინა შეიცვლება.

დღის ამბები